დაინფიცირებული არტეტა მუშაობას განაგრძობს !

9-04-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი მიკელ არტეტა, დაინფიცირების მიუხედავად ჩვეულ ფორმაშია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავკაცი რეაბილიტაციის პროცესშიც კი არ ივიწყებს მის ფეხბურთელებს და თითოეული მათგანის ფიზიკური მომზადების დონეს ამოწმებს.

ცნობების მიხედვით, გასულ კვირას არტეტა ძირითადი 11-ეულის თითოეულ მოთამაშეს დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ თავკაცს კორონავირუსი, 12 მარტს დაუდგინდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით