კორონას ეფექტი - რამდენით დაეცა ფეხბურთის ვარსკვლავების ფასები

9-04-2020, 14:57

კორონავირუსის პანდემია რომ საფეხბურთო სფეროს ძალიან აზარალებს, ეს უკვე გარდაუვალია.

ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები ჩამოწერა. ყველა ფეხბურთელის საერთო ღირებულებამ ჯამში 9 მილიარდით დაიკლო, რაც 1 თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 15%-ით გახლავთ შემცირებული.

ამის ფონზე არ არის გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ დიდ ზარალს ნახავს მადრიდის "რეალიც". გთავაზობთ "სამეფო კლუბის" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ფასებს 5 მარტის ფასთან შედარებით.

1. ედენ აზარი - 80 მილიონი ევრო (ძველი ფასი 100 მილიონი ევრო)

2. კაზემირო - 64 მ. (ძვ. ფ. 80 მ.)

3. რაფა ვარანი - 64 მ. (ძვ. ფ. 80 მ.)

4. ფედე ვალვერდე - 54 მ. (ძვ. ფ. 60 მ.)

5. ტონი კროოსი - 48 მ. (ძვ. ფ. 60 მ.)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით