"იუვენტუსი" მზადაა დონარუმას სანაცვლოდ "მილასნს" ბერნარდესკი დაუთმოს

9-04-2020, 20:16

გავლენიანი იტალიური გამოცემა Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა ჯანლუიჯი დონარუმას შესაძენად ყველაფერი გააკეთოს.

წყაროს ცნობით, "ბებერი სენიორასმ ხელმძღვანელობა მზად არის "მილანს" ახალგაზრდა გოლკიპერის სანაცვლოდ ბერნარდესკი შესთავაზოს.

დღესვე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ "იუვენტუსი" ბერნადესკის გაშვებას ყველა ვარიანტში გეგმავს. ერთ-ერთ მთავარ კანდიდანტად კი, "მილანთან" ერთად, "ბარსელონა" განიხილება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით