ფლერონცის ახალი მსურველი ჰყავს

9-04-2020, 15:24

"Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსია" ალესანდრო ფლორენცის 15 მილიონ ევროდ არ გამოისყიდის და გამოცდილი იტალიელი განაპირა მცველი რომში დაბრუნდება.

თავის მხრივ არც "რომას" უნდა 29 წლის მარჯვენა მცველის შენარჩუნება. ამ ყველაფრის ფონზე საქმეში "მილანი" ერთვება, რომელიც ზემოთ ხსენებული პოზიციის გაძლიერებას აპირებს და იტალიელი ფეხბურთელი მათ ყურადღებას იპყრობს.

"როსონერის" გარდა ფლორენცის დამატების სურვილს "ინტერი" და "ატალანტა" გამოთქვამენ. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, დაახლოებით 10-15 მილიონი ევრო სახელდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით