"ჩელსი" მზადაა ნ'გოლო კანტე გაყიდოს

9-04-2020, 13:26

ლონდონის „ჩელსიმ“ ნ'გოლო კანტეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება მადრიდის „რეალს“და „პსჟ“-ს სურთ.

Daily Star-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდონ.

წყაროს ცნობით, მიზეზად ბოლო პერიოდში კანტეს ტრავმიანობა სახელდება, რამაც მიმდინარე სეზონში გუნდს პრობლემები შეუქმნა.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება უცნობია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით