"სიტი" და "ინტერი" დიდი გაცვლისთვის ემზადებიან

30-04-2020, 13:57

ბრიტანული სპორტული გამოცემა, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერმა" და "მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, "ქალაქელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს"ნერაძურის" რიგებიდან, მილან შკრინიარის დამატებას გეგმავენ.

სლოვაკი ფეხბურთელის დამატებით, პირადად "მან სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ინტერესდება.

ესპანელი მზადაა აღნიშნულ ტრანსფერში თანხის გარდა, პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო ჩართოს, რომელიც ინგლისურ კლუბს ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გარდა "მანჩესტერ სიტისა", მილან შკრინიარის დამატებას ზაფხულში მადრიდის "რეალიც" ეცდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით