სამშობლომ ობამეიანგს "არსენალის" დატოვებისკენ მოუწოდა !

12-04-2020, 01:58

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "SKy Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" გაბონელი თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მისი კლუბის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშეს 11 აპრილს, გაბონის საფეხბურთო ასოციაციამაც კი ინგლისური გრანდის დატოვებისკენ მოუწოდა.

ცნობების მიხედვით, ობამეიანგი მზადაა "არსენალი" იმ გუნდში გაცვალოს, რომელიც მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით