"ბარსელონა" მარტინესს უახლოვდება !

13-04-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ხელმძღვანელი, კიკე სეტიენი, ამჟამად მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, შემტევმა "ბლაუგრანაში" გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 75 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით