სანჩო გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

13-04-2020, 15:12

„დორტმუნდის“ ამომავალი ვარსკვლავი, ჯეიდონ სანჩო არჩევანს 2 ევროპულ გრანდს შორის გააკეთებს- საუბარია მადრიდის „რეალზე“ და „მანჩესტერ იუნაიტედზე“.

ამჟამად ინგლისელი ნახევარმცველი Transfermarkt-ზე 120 მილიონ ევროდაა შეფასებული. გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ბუნდესლიგის გრანდის ინტერესებში პირველ რიგში 20 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა გუნდის გენერალური მენეჯერის თქმით, ისინი სანჩოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებენ. შესაბამისად, ტრანსფერის მოთხოვნის შემთხვევაში, „დორტმუნდი“ ინგლისური გუნდის 100 მილიონაინ შეთავაზებას დათანხმდება.

მისი გადაბირება ასევე აქტიურად სურს „სამეფო კლუბსაც“ და დიდი ალბათობით, აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდა ფლორენტინო პერესისთვისაც არ იქნება პრობლემა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მის ინტერესებში სწორედ ეს 2 გუნდი შედის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით