ხამეს როდრიგესმა გადაწყვეტილება მიიღო

30-04-2020, 17:44

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ცნობით ხამესი მზადაა "ევერტონში" გადასასვლელად. ფეხბურთელის სურვილია, ისევ იმუშაოს იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით.

აქვე გეტყვით, რომ კოლუმბიელზე პრეტენზიას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსიც" აცხადებენ. ხამესის აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე შეხვდა სამივე კლუბის წარმომადგენელს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით