"ეს პროვოკაცია ნეიმარმა წინასწარ დაგეგმა"

13-04-2020, 20:23

"პარი სენ-შერმენის" მცველმა მარკინიოსმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მეტჩის განმეორებითი შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის  წინააღმდეგ პროვოკაცია ნეიმარს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

"ნეიმარი ერთი რიგითი ფეხბურთელი არ არის და პროვოკაციებზე ყოველთვის შესაბამისად რეაგირებს. გოლი რომ გაიტანა, ჩემთან მოვიდა და მითხრა, თამაშის ბოლომდე დაიცადე და არ გამაჩეროო, მას ყველაფერი წინასწარ ქონდა დაგეგმილი".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში დორტმუნდის "ბორუსიამ" "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა და ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

განმეორებითი მატჩის წინ კი ნორვეგიელმა სოციალური ქსელის საშუალებით პარიზელებს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა:

"პარიზი ჩემი ქალაქია და არა თქვენი".

პარიზში გამართული შეხვედრა საბოლოოდ მასპინძელთ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, ნეიმარი კი, 28-ე წუთზე გატანილი გოლის შედეგ, მედიტაციის პოზაში დაჯდა, როგორც ამას ჰოლანდი აკეთებს ხოლმე. მატჩის შემდეგ კი იგივე მთელმა გუნდმა გაიმეორა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით