"ბარსელონა" ლაპორტს უახლოვდება

27-04-2020, 13:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ყურადღება ამჯერად "მანჩესტერ სიტის" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, ემერიკ ლაპორტმა მიიპყრო.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამასთან ერთად, "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით