"გენტის" მეკარე: "ყველაზე მეტად ქვილითაიას უჭირს"

14-04-2020, 18:19

გიორგი ქვილითაიას და გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა, "გენტის" მეკარე ტომას კამინსკიმ ბელგიურ მედიასთან  ინტერვიუში გაამხილა, რომ ფეხბურთელები გუნდის ბაზაზე მაინც იკრიბებიან, მაგრამ სარეკომენდაციო წესების დაცვით ვარჯიშობენ.

„წინასწარ ვათანხმებთ, რომ ბაზაზე ერთბაშად ძალიან ბევრი არ მივიდეთ. ამ დროს, სოციალური დისტანციის დაცვა გადამწყვეტია და ამ მანძილს ყოველთვის ვიცავთ".

"ბაზაზე ოვუსუნგადეუ და ქვილითაია ვარჯიშობენ. ისინი მოედნის სხვადასხვა კუთხეში დგებიან და ისე იტვირთებიან. ერთმანეთს შორიდან ვესალმებით და ასე ვლაპარაკობთ".

"ახლა ქვილითაიას ყველაზე მეტად უჭირს, მისი სამშობლო საქართველო კარანტინშია და ოჯახიდან შორსაა. ამიტომ, ზოგჯერ მის წინააღმდეგ PlayStation-ს ვთამაშობ. ქვილითაიას დამარცხება უფრო ადვილია, ვიდრე ჩემი ძმის", - განაცხადა კამინსკიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით