ზიდანი ქველმოქმედებას აგრძელებს

30-04-2020, 23:42

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ალჟირელებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარა.

წყაროს ინფორმაციით, ზიდანის საქველმოქმედო ფონდმა ალჟირის ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო მოხმარების ნივთები გადასცა. ფონდმა, რომელსაც ზიდანი და მისი მამა ხელმძღვანელობენ, ქალაქს რეანიმაციის მოწყობილობები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატები გადასცა.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მშობლები საფრანგეთში ალჟირიდან იყვნენ ემიგრირებულნი, თვითონ ზინედინ ზიდანი კი მარსელში დაიბადა.

კორონსვირუსის გამო ალჟირი აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით