კოშტას გადაბირებას იტალიური კლუბები ცდილობენ.

31-05-2020, 13:36

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რომა" და "ნაპოლი" დიეგო კოშტას წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს მართავენ.

ორივე იტალიური კლუბი "ატლეტიკოს" ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

დიეგო კოშტას კონტრაქტი მადრიდულ გუნდთან 2021 წელს იწურება და "ატლეტიკო" შეეცდება, რომ ფეხბურთელი მალევე სარფიანად გაასხვისოს, სანამ ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით