ობამეიანგის სატრანსფერო მომავალს ნათელი მოეფინა

15-04-2020, 20:01

გაბონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ალან მოუნგუენგიმ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გაბონელ ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზამთარში ეწურება, „მეთოფეები“ კი მასთან კონტრაქტს ვერ ახანგრძლივებენ. ამის გამო, ისინი 31 წლის ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ, მთავარი კანდიდატურა კი მადრიდის „რეალია“.

პრეზიდენტმა ობამეიანგს „სამეფო კლუბში“ გადასვლა ურჩია.

,,არ ვამბობ, რომ ლონდონის „არსენალი“ ამბიციური გუნდი არაა, თუმცა მადრიდის „რეალი“ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ამიტომ, თუ ობამეიანგი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, ის ნებისმიერ ძლიერ გუნდში დაიმკვიდრებს თავს.

ინდივიდუალურად, ობამეიანგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მან მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. „არსენალში“ მან ვერაფრის მოგება მოახერხა, ხოლო ამ დონის ფეხბურთელებს ტიტულების მოგება სურთ."-განაცხადა მან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით