მატა: "ის პრემიერლიგაში საუკეთესო იყო"

16-04-2020, 14:55

მადრიდის „რეალის“ შემტევის, ედენ აზარის ყოფილმა თანაგუნდელმა, ხუან მატამ, მედიასთან საუბარში საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ბელგიელი ფეხბურთელი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო.

,,მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო. აზარი დიდი ხნის განმავლობაში პრემიერლიგის ეგიდით საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას ნებისმიერ დროს მატჩის მარტო მოგება შეეძლო.

„რეალში“ გადასვლისას, აზარს არ გაუმართლა, რადგან ტრავმებმა ფორმაში ჩადგომის საშუალება არ მისცა. დარწმუნებული ვარ, ის ძველ ფორმას „სამეფო კლუბის“ მაისურითაც დაიბრუნებს."-განაცხადა მატამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით