ლუკა იოვიჩს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება

16-04-2020, 22:17

ესპანურ მედიაში გვარცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი ბელგრადის პროკურატურაში გამოიძახეს.

ირკვევა, რომ 19 მარტს ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დადგენილი კარანტინის წესები დარღვია, კერძოდ,  ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ იოვიჩს 28 დღე უნდა გაეტარებინა თვითიზოლაციაში, თუმცა ის ბელგრადის ქუჩებში შეამჩნიეს.

თავად სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ იცოდა აკრძალვის შესახებ და მხოლოდ მაღაზიაში ჩავიდა.

ახლა 22 წლის ფეხბურთელს ელის ჯარიმა 1275 ევროს ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით. გარდა ამისა, შესაძლოა ფეხბურთელს შინაპატიმრობაც მიუსაჯონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით