ჟირუსა და "ინტერს" შორის მოლაპარკება შედგა

16-04-2020, 23:33

La Gazzeta Delo Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი ოლივიე ჟირუ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას
"ინტერში" გადავა.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფრანგი თავდამსხმელი მოლაპარაკებებს აწარმოებს მილანურ კლუბთან და უკვე შეათანხმა მასთან ორწლიანი ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჟირუს ლონდონური კლუბის დატოვება უფრო ადრეც სურდა, რადგან მინიმალური სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ "ჩელსი" არ უშვებდა ფეხბურთელს, ვინაიდან მისი შემცვლელის აყვანა არ შეეძლო სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.

"ინტერი" ფრანგ ფეხბურთელს უფასოდ გადაიბირებს, რადგან ზაფხულში ჟირუს კონტრაქტს "ჩელსისთან" ვადა გასდის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით