კოშტას მომავალი გადაწყვეტილია

17-04-2020, 20:23

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტას მომავალი გაირკვა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და, გარდა ამისა, ამჟამად სხვა კლუბებისგან რაიმე კონკრეტული წინადადება არ აქვს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ კოშტას გადაბირება "რომასა" და "ნაპოლის" სურდა, მაგრამ ჯერჯერობით თავდამსხმელს წინადადება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა დაბადებით ბრაზილიელია, თუმცა ესპანეთის მოქალაქეობა აქვს და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით