"ქართველები ზარმაცები არიან და ამაში ხელს სწორედ სიზარმაცე უშლით"

17-04-2020, 23:11

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, უკრაინელმა დმიტრო ივანისენიამ საქართველოში გატარებული დროისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

26 წლის ნახევარმცველის თქმით, ქართველები ზარმაცები არიან და წარმატებასა და ძლიერ გუნდებში თამაშში ხელს სწორედ ეს უშლით.

"ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან. იქ წელიწადნახევარი გავატარე და კარგად გავიცანი სიტუაცია. მათ ყველაფერი აქვთ: ტალანტი, სისწრაფე, ტექნიკა, თუმცა მთავარი პრობლემა სიზარმაცეა".

"სწორედ ამ ფაქტორის გამო ისინი ძლიერ კლუბებში ვერ თამაშობენ". - განაცხადა ივანისენიამ, რომელიც ამჟამად "ზორიას" ღირსებას იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით