გუტიერესი: "ჰოლანდისთვის ბუნდესლიგიდან წასვლა ჯერ ადრეა"

18-04-2020, 15:20

„დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერის და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.

ბუნდესლიგის ექსპერტმა, მიგელ გუტიერესმა ნორვეგიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

,,ის განსაკუთრებული ტალანტია, თუმცა, ვფიქრობ, ჯერჯერობით ჰოლანდის ტრანსფერი ნაადრევია. „რეალს“ შეუძლია მისი ყიდვა, ხოლო ერლინგს სეზონში 30 გოლის გატანა, თუმცა ამ ეტაპზე ეს არარეალურად მეჩვენება.

ის გერმანულ გუნდს სულ რაღაც 3 თვის წინ შეუერთდა და მინო რაიოლამაც აღნიშნა, რომ ჰოლანდის ტრანსფერი რთული იქნება."-განაცხადა გუტიერესმა.

ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 75 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით