კანტემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

18-04-2020, 17:15

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსიდან" ნგოლო კანტეს წამოყვანას გემავს.

გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ განიხილებოდა ფრანგი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში ჩართვა.

ამ ცნობას გამოეხმაურა "არისტოკრატთა" კორესპონდენტი, ნიზაარ კინზელა.

წყაროს მიხედვით, 29 წლის შუახაზელი "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგებას არ აპირებს და მას სურს, რომ "ლურჯებში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ კანტეს "ჩელსისთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით