სარი: "ჩელსის" ფეხბურთელები ტიროდნენ და ამან ყველაფერი ნათელი გახადა"

18-04-2020, 19:18

ტურინის "იუვენტუსის"თავკაცმა მაურიციო სარიმ მედიის წარმომადგენელბთან "ჩელსიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და საკუთარი სამწრთვნელო ფილოსოფიის შესახებ ისაუბრა.

"პროფესიულად რაც უფრო იზრდები, მით უფრო რთული ხდება მოთამაშეებთან ურთიერთობის დალაგება. მქონდა კონფლიქტები "ჩელსის" ფეხბურთელებთან, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ვტოვებდი, ბევრი მათგანი ტიროდა ამა კი მიმახვედრა, რომ ჩემი ფილოსოფია ამართლებს".

"ბევრს ვლაპარაკობ იმაზე, რას აკეთებენ ფეხბურთელები არასწორად და ცოტას იმის შესახებ, რას აკეთებენ კარგად. ვფიქრობ, ეს ურთიერთობაზე ძლიერ მოქმედებს, მაგრამ შემდეგ გაფასებენ იმისთვის, რასაც წარმოადგენ".

"ყველაზე ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა იმ ფეხბურთელებთან მქონდა, რომლებსაც ნაკლებ სათამაშო დროს ვაძლევდი და ვფიქრობ, რომ მოთამაშეები დასკვნებს აკეთებენ მაშინ, როდესაც ჩემს ხასიათს იგებენ", - განახადა  სარიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით