მანე "ბარსელონას" უახლოვდება

7-05-2020, 00:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელი ვარსკვლავი, სადიო მანე მისი კლუბის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო დროს, კატალონიის "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, მანემ "ბლაუგრანაში" გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ღირებულება ამჟამად 110 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით