"ლივერპულის" ლეგენდამ გიორგი ქინქლაძეს მწარედ უკბინა

19-04-2020, 18:17

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა და Sky Sports-ის სპორტულმა ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

თერთმეტეულის არჩევის წესი ასეთი იყო: სიმბოლურ ნაკრებში ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის შეყვანაა შესაძლებელი. ასევე, ერთი კლუბიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა შეიძლება.

ექსპერტის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება -  ნევილ საუთოლი; ფილიპ ლამი, ფრანკო ბარეზი, ვინსენ კომპანი, რობერტო კარლოსი; როი კინი, სტივენ ჯერარდი, პაველ ნედვედი; ლიონელ მესი, დიდიე დროგბა, კილიან მბაპე.

კარაგერის გამოქვეყნებულ პოსტს მომხმარებელი დენი ფრენდი გამოეხმაურა, როემლმაც სიმბოლურ ნაკრებში გიორგი ქინლაძე შეიყვანა და პოსტის ავტორის პასუხიც ლამე დაიმსახურა.

"წესების მიხედვით, ეს კარგი გუნდია, მაგრამ ქინქლაძე? ნამდვილად?! მე მიყვარს მისი "საუთჰემპტონის" კარში გატანილი გოლი, მაგრამ ის მსოფლიოს თერთმეტეულში არ უნდა იყოს!", - წერს კარაგერი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით