მანჩინი: "ისინი ერთ დონეზე დგანან"

1-05-2020, 13:42

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ  მედიის წარმომადგენლებტან საუბრისას განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეზე დგას.

"დარწმუნებული ვარ, ზლატანი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად დაამახსოვრდებათ. მე მას მესისა და რონალდუს დონეზე ვაყენებ".

"შვედმა ჩემპიონატი ყველა იმ ქვეყანაში მოიგო, სადაც წავიდა და ყველგან ბევრი გოლი გაჰქონდა. ის წელს "მილანშიც" ძალიან კარი იყო, თუმცა არ ვიცი, მომავალში რას აპირებს", - განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ზლატანი და მანჩინი "ინტერში" თანამშრომლობდნენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით