38 მილიონი ხელფასის სახით, "პსჟის" სუპერ გეგმა

19-04-2020, 16:48

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლო შირა, რომელიც სატრანსფერო საკითხებს განიხილავს, "ბარსელონასა" და ნეიმარის დაუსრულებელ საგაზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს.

შირას თქმით, პსჟ-ს ბრაზილიელის გაყიდვა არ სურს და მას სუპერკონტრაქტსაც შესთავაზებს, რომელიც 2025 წლამდე იქნება გათვლილი და ფეხბურთელი წელიწადში 38 მილიონ ევროს მიიღებს.

"ბარსელონა" კვლავაც აქტიურად მუშაობს ნეიმარის ტრანსფერზე. თავის მხრივ, ფრანგული კლუბიც ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად.

ნათელია, რომ ნეის "ბლაუგრანაში" დაბრუნება სურს, თუმცა პსჟ თავის გასაკეთებელს აკეთებს. ვნახოთ, დაითანხმებს თუ არა ნეიმარს, რომელიც ფულის მიმართ გულგრილი სულაც არაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით