გვარდიოლა: "ამ მდგომარეობაში გამარჯვების მხოლოდ ერთი ფორმულაა, ჰიგიენის წესების დაცვა"

20-04-2020, 12:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს:

"დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ხდება ჩემთვის იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც კარანტინის წესებს არღვევენ და სხვების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ."

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, ახლა გამარჯვების მხოლოდ ერთი ფორმულაა და ეს ჰიგიენის წესების დაცვა გახლავთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგა, მინიმუმ 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით