ჩემპიონთა ლიგის ახალი კალენდარი ცნობილია

20-04-2020, 14:10

Sky Italia იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის, შესაძლოა, 8 აგვისტოს გაიმართოს.

წყაროს თანახმად, უეფამ გადაწყვიტა, რომ აგვისტოს თვე მთლიანად ევროტურნირების ჩასამთავრებლად გამოიყენოს.

როგორც მოგეხსენებათ, პირველ დაპირისპირებაში "ბლაუგრანა" ნეაპოლიტანელებს სტუმრად დაუზავდა - 1:1. საპასუხო ჯახი კი კორონავირუსის პანდემიამ გაურკვეველი ვადით გადადო.

იხილეთ ევროტურნირების კალენდარი Sky Italia-ს თანახმად:

7 აგვისტო:

იუვენტუსი - ლიონი

მანჩესტერ სიტი - რეალი

8 აგვისტო:

ბარსელონა - ნაპოლი

ბაიერნი - ჩელსი

11/12 აგვისტო:

მეოთხედფინალის პირველი მატჩები

14/15 აგვისტო:

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები

18/19 აგვისტო:

ნახევარფინალის პირველი მატჩები

21/22 აგვისტო

ნახევარფინალის საპასუხო მატჩები

28 აგვისტო

ფინალი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით