ფაბიან რუისი "ნაპოლის" დატოვებას არ გეგმავს

20-04-2020, 15:29

იტალიური "ნაპოლის" ნახევარმცველისა და "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ფაბიან რუისის აგენტმა, ალვარო ტორესმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"რამდენიმე თვის წინ, გადავწყვიტეთ, რომ ფაბიანის ახალი კონტრაქტის საკითხი გვერდზე გადაგვედო. ამას სეზონის დასრულების შემდეგ დავუბრუნდებით.

მანამ, სანამ ყველა ტურნირი არ დასრულდება, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ ვისაუბრებთ.

ამჟამად იგი 100%-ით "ნაპოლიზეა" ფოკუსირებული." - განაცხადა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯების" შუახაზელით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით