სიახლეები ჰარი კეინის სატრანსფერო მომავალთან დაკავშირებით

20-04-2020, 16:24

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის გადაბირებას აღარ ეცდება.

როგორც ცნობილია, მისი გადაბირება „სამეფო კლუბის“ გარდა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურს. ლონდონური გუნდი ინგლისელ ფორვარდს კოლოსალურ თანხად აფასებს- „დეზები“ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 200-250 მილიონ ევროს ითხოვენ.

გამომდინარე აქედან, ფლორენტინო პერესი მისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. მის გეგმებში კეინის სანაცვლოდ ამხელა ოდენობის თანხის გადახდა არ შედის.

დიდი ალბათობით, გუნდი უფრო აქტიურ მუშაობას სადიო მანეს, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერებზე დაიწყებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით