"მილანმა" ფეხბურთელები გამოიძახა

20-04-2020, 20:43

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" ლეგიონერებს მიმდინარე კვირის ხუთშაბათისთვის იტალიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სერია ა-ს გუნდებს 4 მაისიდან ჯგუფური ვარჯიშების განახლების შესაძლებლობა ექნებათ.

"მილანში" ელოდებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რაფაელ ლეაოს, ჰაქან ჩალჰანოგლუს, სიმონ კიაერის, ასმირ ბეგოვიჩისა და ლუკას პაკეტას დაბრუნებას. თუმცა, სანამ ისინი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდებიან, ორი კვირის განმავლობაში შინ უნდა იყვნენ იზოლირებულნი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით