მერტენსი "ჩელსიში" მიდის !

21-04-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი" 9-იანის პოზიციაზე ვარსკვლავის ძებნას განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელი, დრის მერტენსი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, ბელგიელმა შემტევმა "არისტოკრატთა" რიგებში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით