"ინტერი" მერტენსისთვის ბრძოლაში ჩაება

21-04-2020, 21:49

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, "ინტერი" გეგმავს კონტრაქტი გაუფორმოს "ნაპოლის"ბელგიელ ფორვარდ დრის მერტენსს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

32 წლის ბელგიელს უკვე შესთავაზეს ორწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონი ევრო, რასაც ბონუსები დაემატება.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" მერტენსის გაშვება არ სურს და მას ახალ, ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით მოთამაშის ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება და ამას ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება.

ფეხბურთელით  ასევე დაინტერესებულნი არიან "ჩელსი" და "მონაკო"

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით