ბობანი "მილანს" უჩივის

21-04-2020, 23:42

TuttoSport-ის ინფორმაციით, ზვონიმირ ბობანი "მილანს" სასამართლოში უჩივის.

კლუბმა ბობანი მარტის დასაწყისში სპორტული დირექტორის პოსტიდან გადააყენა. განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობანმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება კლუბის გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მოქმედებით.

ხორვატი ფუნქციონერი ამტკიცებდა, რომ გაზიდისი მის ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან. ელოდებიან, რომ რანგნიკი დაინიშნება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ან დირექტორად. არ არის გამორიცხული, მან ეს პოსტები შეათავსოს.

ბობანი მიიჩნევს, რომ მისი განთავისუფლება უსამართლო იყო და სასამართლოს ძალით აპირებს ფულადი კომპენსაციის მიღებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით