პოჩეტინოს მომავალი გუნდი ცნობილია !

23-04-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს მომავალი გუნდის ვინაობა ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი სპეციალისტი ამჟამად მოლაპარაკებებს, ინგლისური "ნიუკასლის" ახალი ხელმძღვანელობა აწარმოებს.

ცნობების მიხედვით, პოჩეტინო მზადაა ჩრდილოელთა რიგებში იმ შემთხვევაში გადაბარგდეს, თუ სატრანსფერო პოლიტიკაზე სრული კონტროლი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი სულ ცოტა ხნის წინ, 300 მილიონ გირვანქად, საუდის არაბეთის პრინცმა იასირ ალ-რუმაიანმა შეიძინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით