დუდეკი: "მესი ძალიან ცბიერია, პეპესა და რამოსს ყოველთვს ცუდად ექცეოდა"

23-04-2020, 19:43

"რეალის" ყოფილმა გოლკიპერმა იერჟი დუდეკმა ავტობიუგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მცირე ნაწილი ლიონელ მესისაც მიუძღვნა.

ვეტერანი პოლონელი წერს, რომ მესი ყოველთვის ცბირი ადამიანი იყო, რომელიც მადრიდელთა პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა.

"მესი ძალიან ეშმაკი და პროვოკაციულია. მთლიანად "ბარსელონა" და პეპ გვარდიოლაც ასეთები იყვნენ. ისინი ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოეგე და ეს იდალურად გამოსდიოდათ".

"ეს ფაქტი ჟოზე მოურინიოს და მთელ ჩვენ გუნდს გვაბრაზებდა. მინახავს, როგორ ცუდად ექცეოდა მესი პეპესა და სერხიო რამოსს. ვერც კი წარმოიდგენთ, ასეთი წყნარი ადამიანისაგან მსგავს საქციელს", - წერს დუდეკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით