კეინის მსურველების რიცხვი შემცირდა

23-04-2020, 20:32

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინის გადაბირებით დაინტერესებულთა ჯგუფს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოაკლდა.

კლუბმა უარი თქვა 26 წლის ინგლისელის შეძენის იდეაზე, რადგან ფინანსური რესურსი არ ეყოფა კეინისა და "დორტმუნდის" ნახევარმცველის ჯეიდონ სანჩოს ერთდროულად შესაძენად.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით