"ტოტენჰემი" არტურს უახლოვდება !

24-04-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურო მელოს, ახალი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა შუახაზელი ბოლო დროს, ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობის სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო მზადაა არტურის სანაცვლოდ, 65 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით