ედუარდო კამავინგაზე მოთხოვნა არ წყდება

24-04-2020, 16:16

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში, ფლორენტინო პერესის მთავარი ყურადღება ედუარდო კამავინგას და პოლ პოგბას ტრანსფერისკენ იქნება მიმართული. წყარო ირწმუნება, რომ 2020 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი კილიან მბაპეს გადაბირებას არ ეცდებიან.

როგორც ცნობილია, „სამეფო კლუბს“ კამავინგას გადმოყვანა კაზემიროს, ხოლო პოლ პოგბას ტრანსფერი ლუკა მოდრიჩის ალტერნატივად სურს. 16 წლის ფეხბურთელი 50 მილიონადაა შეფასებული, ხოლო 27 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ „წითელი ეშმაკები“ 90-100 მილიონ ევროს ითხოვენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით