ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ვიდეო რეფერის გამოყენება შეწყვიტონ

24-04-2020, 17:40

მოგეხსენებათ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. ფაქტობრივად, ყველა ტურნირი შეჩერებულია. უეფაში არ იციან ზუსტი თარიღი, თუ როდის განახლდება ტურნირები და როდის იხილავს გულშემატკივარი თავის საყვარელ სპორტს.

RMC Sport-ის ინფორმაციით, უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის განახლების შემდგომ ვიდეო რეფერი გააუქმოს. მათთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია VAR-თვის განკუთვნილ ოთახში. ამ მომენტისათვის ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი სწორედაც რომ გაუქმებაა.

ეს გადაწყვეტილება, ალბათ, მითქმა-მოთქმასაც გამოიწვევს, რადგან მსაჯის შეცდომები ერთი ორად გაიზრდება, მაგრამ თუ ფეხბურთის ხილვა მალე გვსურს, ამას უნდა შევეგუოთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით