მალდინი: "ისტორიაში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი ვარ"

24-04-2020, 23:42

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 'მილანის" ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ უპასუხა შეკითხვას, თუ კარიერის რომელმა მატჩმა დაუტოვა მას ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

"მე ვარ ყველაზე დიდი უიღბლო და წარუმატებელი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში".

"მართალია, ბევრი მოვიგე, მაგრამ დავთმე ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი, ევროპის ერთი სუპერთასი, სამი საკონტინეტთაშორისო თასი, მსოფლიოს ერთი ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატის ერთი ფინალი," - განაცხადა მალდინიმ.

შეგახსენებთ, პაოლო მალდინის მოგებული აქვს ხუთი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ოთხი სუპერთასი, ორი საკონტინენტთაშორისო თასი, საკლუბო მსოფლიოს თასი, იტალიის ჩემპიონის შვიდი ტიტული, იტალიის ხუთი სუპერთასი და იტალიის ერთი თასი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით