ფრანჩესკო ტოტის აღიარება "რომას" დატოვების შესახებ

25-04-2020, 13:33

"რომას" და იტალიის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ "გიალოროსის" დატოვებასთან ახლოს ერთადერთხელ იყო თავისი კარიერის განმავლობაში. 2004/05 წლების სეზონში მას "ლოს ბლანკოსში" გადასვლის შანსი ჰქონდა.

"ჩემი ოცნება "რომაში" სამუდამოდ დარჩენა იყო, თუმცა მრავალწლიან გზაზე გამოწვევები ბევრია. "მილანი" ჩემს დამატებას იქამდე ცდილობდა, ვიდრე რომაულ კლუბში დებიუტი მექნებოდა. არიედო ბრაიდა ჩემს სახლში მოვიდა და სურდა "მილანში" ნებისმიერ ფასად წავეყვანე."

"დრო, როდესაც ნამდვილად ძალიან ახლოს ვიყავი რომის დატოვებასთან იყო 2004/05 წლების სეზონი. მაშინ ჩემი "რეალში" ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო. მე მოგება მინდოდა. მსურდა ჩემპიონები გვეყიდა და საუკეთესო მწვრთნელები დაგვექირავებინა ტიტულების მოსაპოვებლად. ბევრ პრობლემას ვხედავდი. მიუხედავად ამისა, ფრანკო სენსი ჩემთვის მამასავით იყო და მან ყველაფერი მომცა." – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

ყველაფრის მიუხედავად, ტოტიმ მთელი კარიერა "რომას" მიუძღვნა. 2001 წელს მან ერთადერთხელ მოიგო იტალიის უმაღლესი ჩემპიონატი. 2007 და 2008 წელს იგი იტალიის თასს დაეუფლა.

2006 წელს მადრიდის "რეალმა" რუუდ ვან ნისტელროი დაიმატა "მანჩესტერ იუნაიტედიდან".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით