ძანეტიმ ლაუტანო მარტინესის მომავალზე ისაუბრა

25-04-2020, 14:39

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" უპირველესი საიმზნე იქნება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სეზონის ბოლოს არგენტინელი სწორედ კატალონიურ კლუბს შეუერთდება.

მიუხედავად ამისა, "ნერაძურის" სპორტული დირექტორი, ხავიერ ძანეტი, სიმშვიდეს არ კარგავს და ფეხბურთელის შენარჩუნების იმედს იტოვებს.

"როდესაც ის პირველად ვნახეთ, წარმოვიდგინეთ, რომ ეს მოხდებოდა.

ამაყები ვიქნებით, თუ ლაუტარო კვლავ "ინტერისთვის" შეუტევს, რადგან ვფიქრობ, რომ ის გუნდში კიდევ დიდ ხანს დარჩება", - განაცხადა არგენტინელამ ლეგენდამ Cadena 3-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ, უკვე ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ლაუტაროს მხოლოდ "კამპ ნოუზე" სურს კარიერის გაგრძელება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით