ტუხელმა ნეიმარის მომავალს ფარდა ახადა

25-04-2020, 17:48

როგორც მოგეხსენებათ, კვლავ აქტიურად გრძელდება "პარის სენტ-ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის სატრანსფერო საგა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" მომავალ ზაფხულსაც აპირებს, რომ 28 წლის გარემარბის "კამპ ნოუზე" დაბრუნება სცადოს.

ამ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება "პსჟ-ს" გერმანელ თავკაცს, თომას ტუხელს სთხოვეს.

ახალგაზრდა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ნეი პარიზელთათვის უმნიშვნელოვანეს მატჩებში მუდმივად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და იგი გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა. ამის საილუსტრაციოდ მან "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ჯახი მოიყვანა, სადაც ვარსკვლავმა 2 გოლი მიითვალა.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ჩანს, რომ ლიგა ერთის ჩემპიონებს ბრაზილიელის გაშვება არ სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით