"რეალმა" ჰოლანდის გადაბირება გადაიფიქრა

25-04-2020, 20:46

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, მადრიდის "რეალმა" "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას გაზრდილი ფინანსური მოთხოვნები გახდა, აგრეთვე იმ თანხის ოდენობა, რომელიც ტრანსფერის შემთხვევაში ესპანელებმა ჰოლანდის მამას უნდა გადაუხადონ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სკანდინავიელის ფასი, რომელიც დღეს 75 მილიონ ევროს შეადგენს, ევროპულ ფეხბურთში არსებული პაუზის დასრულების შემდეგ შემცირდებოდა.

შეგახსენებთ, ჰოლანდი გასულ იანვარში "ზალცბურგიდან" "დორტუნდში" 20 მილიონ ევროდ გადავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით