უგო ლორისმა საკუთარი ხელთათმანები აუქციონზე გაიტანა

26-04-2020, 22:03

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისმა აუქციონზე ის ხელთათმანები გაიტანა, რომლითაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

აუქციონიდანი საქველმოქმედო ტიპისაა და მიღებული თანხა მთლიანად კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო აღჭურვილობების შესაძენ ფონდში ჩაირიცხება.

ამ დროისთვის ლორისის ხელთათმანები 850 ევროდ არის შეფასებული.

შეგახსენებთ, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2019 წელს გავიდა და "ლივერპულთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით