გავიხსენოთ: რა გააკეთა "რეალის" მეგა ვარსკვლავმა, როცა მოედანზე კუჭი აეშალა

26-04-2020, 14:46

2017/18 წლების სეზონის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში, მადრიდის "რეალი" "ეიბარს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და სტუმრებს უკვე ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ, "სამეფო კლუბის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მოედანი დატოვა და მალევე დაუბრუნდა კვლავ გუნდს.

"თეთრების" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდგომ ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

"მას მცირე პრობლემები ჰქონდა და ამის გამო სასწრაფოდ მოუწია მოედნის დატოვება. სერხიო მინდვრიდან მოსანელებლად გავიდა." - აცხადებს ზიდანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით