სადიო მანე "ლივერპულის" დატოვებასთან ახლოსაა

26-04-2020, 17:55

როგორც ფრანგული გამოცემა France Football იტყობინება, „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი, სადიო მანე, მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს.

მათი ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანია. 27 წლის ფეხბურთელს ფრანგ სპეცეალისტთან ერთად მუშაობა სურს.

როგორც ცნობილია, „სამეფო კლუბი“ სენეგალელი ფეხბურთელის გადაბირებას აქტიურად განიხილავს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარი სამიზნე სწორედ მანე იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა მის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით